იენს სტოლტენბერგი - შოკირებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის მკვლელობის მცდელობით - ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის

შოკირებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის მკვლელობის მცდელობით, ვგმობ ამ თავდასხმას, - ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას.

„შოკირებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის მკვლელობის მცდელობით. მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ჩემი ფიქრები დაზარალებულებთანაა. ვგმობ ამ თავდასხმას. ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. ნატო-ს მოკავშირეები ერთად დგანან ჩვენი თავისუფლებისა და ღირებულებების დასაცავად“, - წერს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ X-ზე.

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა