პაატა მანჯგალაძე - მსოფლიოში დემოკრატიას ბევრი მტერი ჰყავს, მათ შორის აშშ-სა და საქართველოშიც

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და ტრამპს გამოჯანმრთელება უსურვა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, დემოკრატიას ბევრი მტერი ჰყავს, მათ შორის საქართველოში.

"მსოფლიოში დემოკრატიას ბევრი მტერი ჰყავს, მათ შორის აშშ-სა და საქართველოშიც. "ქართული ოცნების" დღევანდელი ქმედებები მაშინ, როცა დემოკრატიულ სამყაროსთან უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, კონსპირაციების თეორიებს აბრალებენ ჩვენს პარტნიორებს, რაც არის აშშ-ის შეურაცხყოფა. ჩვენ გვჭირდება არა ისეთი მთავრობა, რომელიც კიდევ ახალ-ახალ ბარიერებს გააჩენს აშშ-სთან, არამედ მთავრობა, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან უფრო ახლოს იქნება საქართველოსთვის, საქართველოს ინტერესებისთვის. ვგმობ ყველანაირ ძალადობას და დონალდ ტრამპს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე