ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენ, „ერთიანობა“, „ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას და ყველანაირ ძალადობას - საერთო ძალისხმევაა საჭირო, რომ შენარჩუნებული იქნას სტაბილურობა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ერთიანობა“, „ნაციონალური მოძრაობა“ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას და ყველანაირი სახის ძალადობას გმობს.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში საერთო ძალისხმევაა საჭირო, რომ შენარჩუნებული იქნას სტაბილურობა, მშვიდობა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ, საპრეზიდენტო კანდიდატ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას. ჩვენ, „ერთიანობა“, „ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ მომხდარ თავდასხმას და ასევე, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. გვინდა, რომ დონალდ ტრამპს ვუსურვოთ გამოჯანმრთელება და ასევე, მივუსამძიმროთ გარდაცვლის ოჯახს. ამავდროულად, გვინდა ვთქვათ, რომ ძალადობა მიუღებელია. ის მიუღებელია მათ შორის, პოლიტიკაში და ისეთ მდგომარეობის დროს, როგორიც დღეს მსოფლიოშია. ჩვენ ვხედავთ, მსოფლიოში ანტიდემოკრატიული, ანტილიბერალური ძალების გააქტიურებას და დღეს საერთო ძალისხმევაა საჭირო მსოფლიოში, რომ შენარჩუნებული იქნას სტაბილურობა, მშვიდობა და ძალადობას არცერთ საზოგადოებაში ადგილი არ ჰქონდეს. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს გაკვეთილი საქართველოსთვის. აქედან გამომდინარე, რომ საქართველოს უნდა სწორედაც, რომ იყოს დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, იმ სამყაროს ნაწილი იყოს, სადაც სწორედ ადამიანები და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ესწრაფვის სიმშვიდის, სტაბილურობის, კეთილდღეობის და განვითარების გამო. ჩვენი ადგილი ევროპაშია, დასავლურ სტრუქტურებშია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების უკეთესი განვითარება. ასეთ პირობებში ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების“ ყოფნა, რომელიც ზუსტადაც ჩვენი საზოგადოების შიგნით აღვივებს პოლარიზაციას, დაპირისპირებას, თვითონ არის ძალადობის ინსპირატორი და ძალადობის ავტორი, ჩვენ საზოგადოებაში. დღეს საქართველოს ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელიც არის კარგ ურთიერთობაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან, ასევე, რომელიც თვითონ არ არის ძალადობის წყარო ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს