ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენი ამოცანაა, 26 ოქტომბერს „ქართულ ოცნებაზე“ გამარჯვება და ამას მივაღწევთ ერთიანობით - მივესალმებით, თუ კი სხვები, რაც შეიძლება მსხვილ კოალიციად ჩამოყალიბდებიან

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დღეს მათი ამოცანაა, რომ 26 ოქტომბერს ერთიანობით „ქართულ ოცნებაზე“ გაიმარჯვონ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მიმართულია გახლეჩასა და დაპირისპირებაზე, რაც ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

„დღეს ჩვენი ამოცანა არის 26 ოქტომბერს „ქართულ ოცნებაზე“ გამარჯვება და ამას ჩვენ მივაღწევთ ერთიანობით. ერთიანობა - „ნაციონალური მოძრაობას“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ 26 ოქტომბერს გამარჯვებას მოგვიტანს. ამ „ერთიანობას“ უკვე ბევრი ახალი ადამიანი შეუერთდა, ასევე, მომდევნო 4 თვის განმავლობაში კამპანიის დროს კიდევ შემოუერთდებიან. ასეთ პირობებში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მიმართულია გახლეჩასა და დაპირისპირებაზე, არის სწორედ ის რაც ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რასაც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი უარს ეტყვის“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ისინი მიესალმებიან თუ კი ოპოზიციური პარტიები არჩევნებამდე მსხვილ კოალიციად ჩამოყალიბდებიან.

„ამ არჩევნების მთავარი იდეა და ყველა პრობლემის გამოსავალიც ჩვენი ხალხისთვის არის ერთიანობა. „ერთიანობა“ 5 ნომრის ქვეშ არის ის წამყვანი ძალა, რომელიც ყველაზე დიდ წვრილს ქართველი ხალხის გამარჯვებაში 26 ოქტომბერს შეიტანს. ამის პარალელურად, ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ერთიანი სია - ერთი საარჩევნო სუბიექტით გასვლა გაცილებით გაუმარტივებდა არჩევანს ჩვენს მოქალაქეებს, ამ ისტორიულ ბრძოლაში - თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისათვის, მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ შეიძლება მივიღოთ ამისგან განსხვავებული პოლიტიკური კონფიგურაცია, 5 ნომრის ქვეშ ერთიანობის მიდგომა არის, რომ ჩვენ გვინდა სხვების წარმატებაც. იმიტომ, რომ დადგეს საერთო სახალხო წარმატება ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

ჩვენ მივესალმებით, თუ კი სხვები, ყველანი, რაც შეიძლება მსხვილ კოალიციად ჩამოყალიბდებიან. ჩვენ მათ განვიხილავთ არა როგორც კონკურენტებს, არამედ განვიხილავთ პარტნიორებს, ამ ბრძოლაშიც 26 ოქტომბრამდე და როგორც კოალიციური მთავრობის პარტნიორებს, ასევე, 26 ოქტომბრის შემდეგაც“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს