ზურაბ ჭიაბერაშვილი - დასავლეთი და აშშ იცავს და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას და სუვერენიტეტს და წუხს ისეთი ნაბიჯების გადადგმის გამო, რომელმაც შეიძლება დააზარალოს საქართველოს მოქალაქეები

დასავლეთი და აშშ იცავს და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას და სუვერენიტეტს და წუხს ისეთი ნაბიჯების გადადგმის გამო, რომელმაც შეიძლება დააზარალოს საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ სხვა გზას „ქართული ოცნება“ ჩვენს მეგობრებს არ უტოვებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხავიერ კოლომინას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ის ამბობს, რომ „შეშფოთებულია იმ გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც მთავრობამ ბოლო თვეებში მიიღო“.

მისივე თქმით, საქართველოს მომავლის ხედვა „ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის პირით გვითხრა“.

„ივანიშვილმა 29 აპრილს საქართველოს მოქალაქეებს გამოუცხადა, რომ მას საქართველო წარმოუდგენია დასავლეთისგან იზოლირებული და ავტორიტარული ქვეყანა, რომლის მკაფიო ნიშანი არის „რუსული კანონი“. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გაუქმებულია ქართველი ხალხის ნება და, ქართველი ხალხის ნება და სუვერენიტეტი გამოიხატება ორ ბაზისურ რამეში - პირველი ეს არის აირჩიოს ხელისუფლება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში და მეორე, ქართველმა ხალხმა სწორედ ასეთ არჩევნებში არჩეული ხელისუფლების მეშვეობით გაატაროს ის საგარეო კურსი, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას გამოხატავს. ორივე მიმართულებით ივანიშვილი აუქმებს ქართველი ხალხის ნებას და სუვერენიტეტს. დასავლეთი და შეერთებული შტატები სცემს პატივს ხალხების ნებას, სუვერენიტეტს და საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი მხარდაჭერილია და დგას სწორედ იმ საერთაშორისო წესრიგზე, რომლის გარანტია შეერთებული შტატები და რომელსაც ანგრევს რუსეთი. აქედან გამომდინარე, დასავლეთს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ გადადგას ის ნაბიჯები, რასაც ის დგამს, არ გააჩნია, რომ დაიცვას პირველ რიგში, სწორედ ქართველი ხალხის სუვერენიტეტი და უფლება აირჩიოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ხელისუფლება. დასავლეთი წუხს ასეთი ნაბიჯების გადადგმის გამო და კარგად ესმით, რომ ამ ნაბიჯების ნაწილმა შეიძლება დააზარალოს საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ სხვა გზას „ქართული ოცნება“ ჩვენს მეგობრებს არ უტოვებს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს