ირაკლი ზარქუა - პრეზიდენტს არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან - მორიგ ჯერზე მოხდა უცხოური აგენტების ლუსტრაცია

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან, საერთო ქართულ ტრადიციებთან, მართლმადიდებლობასთან, ქართველი ხალხის ინტერესებთან და ბუნებრივია, ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს გაასაჩივრებდა.

ზარქუას თქმით, ამ კანონის მიღებით, მორიგ ჯერზე მოხდა „უცხოური აგენტების ლუსტრაცია“.

„როდესაც ამ კანონს ვაინიცირებდით, ზუსტად ვიცოდით, რომ უცხოური გავლენის აგენტურა ამ კანონს შემდეგ გაასაჩივრებდა. როგორც მოლოდინი გვქონდა, პირველი არის პრეზიდენტი, რომელიც არაერთხელ არის შემჩნეული კონსტიტუციის დარღვევაში და ეს დადასტურებულია. მას არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან, საერთო ქართულ ტრადიციებთან, მართლმადიდებლობასთან, ქართველი ხალხის ინტერესებთან და ბუნებრივია, ის გაასაჩივრებდა, ამას ველოდებოდით. შემდეგ უკვე ლომჯარია-გიგაურები რომ გაასაჩივრებდნენ, ჩვენ ხომ ვიცოდით. როგორც კანონის განხილვის დროს ყველას ვეპატიჟებოდით, იქნებ ერთი არგუმენტი მაინც წარმოადგინეთო, კაციშვილი არ შემოდიოდა. ახლაც, მობრძანდნენ ჩვენ არგუმენტებს წარვადგენთ, რატომ უწყობს ხელს ქართული კანონის მიღება სუვერენიტეტის განმტკიცებას, თავისუფლებას და რატომ არის ეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებში. ამას მარტივად დავამტკიცებთ, მაგრამ მათი ლუსტრაცია კიდევ ერთხელ მოხდა. მადლობა ამ კანონს, მორიგ ჯერზე მოხდა ამ უცხოური აგენტების ლუსტრაცია“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში ამზადებს სარჩელს, რაც ე.წ. აგენტების კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას შეეხება. პრეზიდენტის გარდა, სარჩელს სამოქალაქო სექტორიც ამზადებს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა