პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”- მოეშვით ყველაფერში ბინძურ პროპაგანდას, კომუნალური და საცობთან დაკავშირებული პრობლემები მაინც მოუგვარეთ ხალხს იმ 100-მდე დღეში, რაც დაგრჩენიათ

უზნეობაა მსგავსი ძალადობის ფაქტების ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოყენება, - ასე შეაფასა "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებები.

მანჯგალაძე ხელისუფლებას მიმართავს, ბინძურ პროპაგანდას მოეშვას და საზოგადოებას პრობლემები მოუგვაროს.

“რა თქმა უნდა, ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, ეს არის არა მხოლოდ ტრამპისთვის, არამედ დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია. ამ საკითხზე “ქართული ოცნების” ლიდერების კომენტარებს რომ ვისმენ, ქართული გამოთქმა: “კუმ ფეხი გამოყო” მახსენდება. როგორ საცოდავად ცდილობენ დიდ „ტრამპისტებად“ მოაჩვენონ ხალხს თავი. ნუთუ არ იციან, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, მათი იდეოლოგიური სამშობლოს, მოსკოვის დაბომბვით იმუქრება. უზნეობაა მსგავსი ძალადობის ფაქტების ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოყენება.

მოეშვით ყველაფერში ბინძურ პროპაგანდას და კომუნალური და საცობთან დაკავშირებული პრობლემები მაინც მოუგვარეთ ხალხს იმ 100-ამდე დღეში, რაც დაგრჩენიათ”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს