შალვა პაპუაშვილი - ქართული ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს, მგონი, უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან

ვუყურებ წნორში ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრის ფოტოებს, ვკითხულობ მათ მადლობებს NDI მიმართ მასპინძლობისთვის და ეს ისტორია მახსენდება - ქართული ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს, მგონი, უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან,” - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, წნორში NDI ორგანიზებით გამართულ შეხვედრას, სადაც ,,ლელოს” და ოპოზიციის სხვა ლიდერებმა, მოსახლეობას წინასაარჩევნო დაპირებები გააცნეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ოპოზიცია კარგად უნდა ხვდებოდეს რა პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან ქიზიყში და არა მარტო იქ.

„ერთი ასეთი ისტორია გვაქვს ქიზიყში. იცით, რომ ქიზიყი უბატონო ქვეყანა იყო და ადვილადაც არ თმობდა ამას. ერთხელაც, ერთი მორიგი ბატონობის კანდიდატი ჩამოსულა ქიზიყში. სოფელი ანაგის ცენტრში მისულა, სკამი მოუთხოვია, შემდგარა ამ სკამზე და დაუწყია მიმართვა: მე თქვენი ახალი ბატონი ვარო, ახლა ახალი ცხოვრება იწყებაო, თვეში ეს და ეს უნდა მომიტანოთო და ამა და ამ წესებით უნდა იცხოვროთო.

მოკლედ, ბევრი ილაპარაკა და ხალხიც შემოეცალა. ბოლოს ერთი კაციღა დარჩენილა. გახედა საბატონემ ამ კაცს და, აი, შენ კაი კაცი ჩანხარ, რახან ასე გულდასმით მისმენდი და ამიტომ შენ დაგნიშნავ მოურავადო.

იმ კაცმა ჯოხის წვერით ქუდი გვერდზე გადაიწია, მზისგან მოჭუტული თვალებით გახედა და, მოურავი კი არა, ჩემ სკამზე დგახარ, ჩამო, სახლში უნდა წავიდეო.

ვუყურებ წნორში ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრის ფოტოებს, ვკითხულობ მათ მადლობებს „ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიმართ ამ სააგიტაციო მგზავრობის მასპინძლობისთვის (!) და ეს ისტორია მახსენდება.

ქართული ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს, მგონი, უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან... და არა მარტო ქიზიყში,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს