კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ევროინტეგრაციის ბოლომდე და გახდება იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია

„ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ევროინტეგრაციის ბოლომდე და გახდება იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. არ ვიცი ირაკლი რუხაძის განცხადება, ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წინგადადგმული ნაბიჯი სწორედ „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება.

ბიძინა ივანიშვილის გუნდმა რა გადაწყვეტილება მიიღო გახსოვთ? - ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროპული მომავალი. ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის პროცესში, არის პირდაპირ დაკავშირებული „ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველოსთან“. „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ევროინტეგრაციის ბოლომდე და გახდება იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. არ ვიცი ირაკლი რუხაძის განცხადება, ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე, მთავარია ეს იყოს კანონის ფარგლებში და არ იყოს რაიმე კანონსაწინააღმდეგო“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, როგორც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო.

„მინდა შესვლა“-ს - ბევრი ამბობს, მაგრამ „მნიშვნელოვანია“-ს ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ გავაფეტიშეთ ეს, ოპოზიცია ამას აკეთებს ღიად დასავლეთის მხარდაჭერით. მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი, რადგან ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე. წერია კონსტიტუციაშიც და მე თუ მკითხავთ არც უნდა ჩაგვეწერა, კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია, მუდმივი დოკუმენტია“.- განაცხადა რუხაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება