კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს რადიკალურ დაჯგუფებას, რომელშიც ქვეყნის მოღალატეები, მტრები არიან გაერთიანებული და სხვა ძალისგან იმართება

ის [სალომე ზურაბიშვილი] წარმოადგენს რადიკალურ დაჯგუფებას, რომელშიც ქვეყნის მოღალატეები, მტრები არიან და სხვა ძალისგან იმართებიან. მოვისმინეთ შანტაჟის შემცველი ბევრი განცხადება, მუქარები, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გაწვეული ყოფილიყო, თუმცა ვერ მოვისმინეთ არგუმენტები, რატომ - „იმიტომ“ არ არის პასუხი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ.

კალაძის თქმით, როგორ შეიძლება ადამიანი გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებოდეს, „თუ რაიმე არ აქვს დასამალი და სიბინძურეში არ არის“.

„როგორ შეიძლება კომენტარი გააკეთო ადამიანზე, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა. საკუთარ ქვეყანაზე, საქართველოზეა საუბარი, თითქოს კანდიდატის სტატუსს არ ვიმსახურებდით.

ის უბრალოდ წარმოადგენს რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც ქვეყნის მოღალატეები, მტრები არიან და სხვა ძალისგან იმართება. მათ ყველას ერთი პატრონი ჰყავთ. ყველა ერთ პლატფორმაზე ჰყავთ შეყრილი. შეიძლება სხვადასხვა სახელები ერქვათ, მაგრამ სინამდვილეში ყველანი ერთნი არიან.

როგორ შეიძლება ადამიანი გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებოდეს. თუ რაიმე არ გაქვს დასამალი და თუ რაიმე სიბინძურეში არ ხარ, რატომაა პრობლემა გამჭვირვალობა? რატომ შეიძლება წარმოადგენდეს პრობლემას ის, რომ წლის განმავლობაში ერთხელ შეავსო დეკლარაცია, საზოგადოებას წარუდგინო ინფორმაცია, ვისგან მიიღე დაფინანსება და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. თუმცა ეჭვები რაც გვაქვს, რომ მიზანმიმართულად ხდებოდა ქვეყანაში რევოლუციური სცენარების დაფინანსება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება, პოლარიზაციის გაღვივება; ის, რაც საქართველოში ხდება, დაპირისპირება, პოლარიზაცია - ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის დამსახურება, ვინც ასეთ ორგანიზაციებს აფინანსებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს