თამარ კორძაია - ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც უკვე ჩართული არიან არჩევნებზე დაკვირვების პროცესში, ვიწყებთ მოხალისეების მობილიზაციას არჩევნების დღეს უბნებში დაკვირვების მიზნით

ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც უკვე ჩართული არიან არჩევნებზე დაკვირვების პროცესში, ვიწყებთ მოხალისეების მობილიზაციას არჩევნების დღეს უბნებში დაკვირვების მიზნით. ჩვენი ერთიანობით ჩვენ გვინდა დავიცვათ თითოეული მოქალაქის არჩევანი, თითოეული ხმა გადამწყვეტია და დასაცავი - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

ამასთან, კორძაიამ ამომრჩევლებს მიმართა, პერიოდულად საკუთარი თავი გადაამოწმონ ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

„2024 წლის 26 ოქტომბერი არის ჩვენი ქვეყნის ხსნის, თავისუფალი არჩევანისა და მოქალაქეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაცვის დღე.

წინასაარჩევნო გარემო უკიდურესად პოლარიზებული, ძალადობრივი და უთანასწოროა. ჩვენი ერთიანობა და ხმების დაცვა არის საბოლოო წარმატების საწინდარი.

დღეს 15 ივლისია და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთიანობით უკვე დავიწყეთ წინასაარჩევნო გარემოს შესწავლა/შეფასება. პირველი, რაზეც გვინდა მივიპყროთ ამომრჩევლის ყურადღება, არის ის, რომ პერიოდულად, აუცილებლად, გადაამოწმონ საკუთარი თავის ცესკოს საიტზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში. განსაკუთრებით, საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვთ, საკონსულოში რეგისტრაციასთან ერთად, ცესკოს საიტზე გადაამოწმონ საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რადგან თუ თავს ვერ იპოვით ცესკოს სიაში, მხოლოდ საკონსულოში რეგისტრაცია არ იქნება საკმარისი ხმის მისაცემად.

ამასთანავე, ამ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც უკვე ჩართული არიან არჩევნებზე დაკვირვების პროცესში, ვიწყებთ მოხალისეების მობილიზაციას არჩევნების დღეს უბნებში დაკვირვების მიზნით. ჩვენი ერთიანობით გვინდა, დავიცვათ თითოეული მოქალაქის არჩევანი, თითოეული ხმა გადამწყვეტია და დასაცავი. მოხალისეებს წინასწარ მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც უნდა იცოდნენ ხმების დასაცავად. ასევე, ჩვენი სოციალური ქსელებში განთავსდება რეგისტრაციის ფორმები. მაქსიმალურად შევეცდებით შევქმნათ თქვენთვის ხელსაყრელი პირობები. მოხალისედ რეგისტრაცია მარტივია: უნდა მიუთითოთ სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ.ფოსტა და თქვენთვის ხელსაყრელი ქალაქი, რაიონი ან სოფელი, საიდანაც შეძლებთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მომავლის დაცვას.

რაც უფრო მეტი ვიქნებით, უფრო დამაჯერებელი იქნება ჩვენი გამარჯვება. ერთიანობით ვიგებთ!“- განაცხადა თამარ კორძაიამ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს