ლევან იოსელიანი - რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამაზე მე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებდით ხელისუფლებას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ მიღებულიყო

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამაზე მე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ჩვენი მოსაზრება კანონთან დაკავშირებით ცნობილია. ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი, მოვუწოდებდით, რომ მომხდარიყო ამ მიზნის მიღწევა განსხვავებული, კანონმდებლობაში სხვა ცვლილებების გზით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ პროცესში ჩართული იქნება.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. სახალხო დამცველი აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული. ჩვენ ვმუშაობთ იმ შესაძლებლობაზე, რა ფორმით მივიღებთ განხილვაში მონაწილეობას, ეს იქნება სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ფორმით, რომელსაც წარვადგენთ სასამართლოში თუ სხვა ფორმით. ასე რომ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამაზე მე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ჩვენი მოსაზრება კანონთან დაკავშირებით ცნობილია. ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი, მოვუწოდებდით, რომ მომხდარიყო ამ მიზნის მიღწევა განსხვავებული, კანონმდებლობაში სხვა ცვლილებების გზით, თუმცა ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც იქნა. ეს ის საკითხია, და სხვა მრავალ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ამ კანონის კონსტიტუციასთან შესაძლო შეუთავსებლობასთან დაკავშირებით, ვამზადებთ ჩვენს მოსაზრებებს და ამას წარვუდგენთ სასამართლოს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით პრეზიდენტი დღეს მიმართავს. სალომე ზურაბიშვილი მოითხოვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოქმედება შეჩერდეს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა