კახა კალაძე ოპოზიციაზე - მემორანდუმი შენი ქვეყნის მოსახლეობასთან უნდა გააფორმო, ესენი დარბიან სადღაც - ადრე საბჭოთა კავშირის პერიოდში მოსკოვში დარბოდნენ, ახლა ბრიუსელში დარბიან

მემორანდუმი შენი ქვეყნის მოსახლეობასთან უნდა გააფორმო. ესენი დარბიან სადღაც - ადრე საბჭოთა კავშირის პერიოდში მოსკოვში დარბოდნენ, ახლა ბრიუსელში დარბიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც „ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლა და დღესაც ბრძოლა გვიწევს“.

„მემორანდუმი შენი ქვეყნის მოსახლეობასთან უნდა გააფორმო. ესენი დარბიან სადღაც, ადრე საბჭოთა კავშირის პერიოდში მოსკოვში დარბოდნენ, ახლა ბრიუსელში დარბიან. ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვართ, ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლა და დღესაც ჩვენ ბრძოლა გვიწევს, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, სუვერენულობა. ეს არის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. შეიძლება ვიღაცებს სურვილი აქვთ, რომ ქართველ ხალხს საერთოდ არ კითხონ. აი, მაგალითად: ბრიუსელში გადაწყვიტოს ვიღაცამ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში, მაგრამ ეს ვერ მოხდება და არასდროს მოხდება! ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და წყარო ხელისუფლების, ეს არის ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას იღებს ხვალ, ზეგ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რომ პირველ რიგში გაატაროს, ქართული პოლიტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს შეიცავს და ყოველთვის დაიცავს“, - განაცხადა კალაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს