გივი მიქანაძე - გიორგი გახარია ხედავს, რომ მის გუნდს შანსი არ აქვს 5%-იანი ბარიერი გადალახოს - ღიმილისმომგვრელია გარემოება, რომ ის საუბრობს ისეთ რაღაცაზე, რაც პირდაპირ მიუთითებს „ლელოსთან“ ალიანსის შესაძლებლობაზე

გიორგი გახარია ხედავს, რომ მის პოლიტიკურ გუნდს არანაირი შანსი არ აქვს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს - ღიმილისმომგვრელია გარემოება, რომ ის საუბრობს ისეთ რაღაცაზე, რაც პირდაპირ მიუთითებს „ლელოსთან“ ალიანსის შესაძლებლობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი უპრინციპო ოპოზიცია გვყავს“.

გიორგი გახარია ხედავს, რომ მის პოლიტიკურ გუნდს არანაირი შანსი არ აქვს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს და თუნდაც მინიმალურად იყოს წარმოდგენილი მე-11 მოწვევის პარლამენტში. მეორეს მხრივ, გარკვეულწილად ღიმილისმომგვრელია ის გარემოება, რომ გიორგი გახარია საუბრობს ისეთ რაღაცაზე, რაც პირდაპირ მიუთითებს „ლელოსთან“ ალიანსის შესაძლებლობაზე. „ლელოსთან“, რომელსაც ხელმძღვანელობს მამუკა ხაზარაძე და რომელთანაც მას რამდენიმე წლის წინ, საჯაროდ, ღიად ჰქონდა ისეთი დაპირისპირება, რომ პირად შეურაცხყოფაზე და პირად დაპირისპირებაზე გადაიზარდა ეს ყველაფერი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი უპრინციპო ოპოზიცია გვყავს. ადამიანები, რომლებსაც ელემენტარულად, არანაირი პრინციპი და თავმოყვარეობა არ გააჩნიათ. მზად არიან, რომ ყველანაირი დაპირისპირება, რომელიც საჯაროდ ყველასთვის ცნობილი იყო, აბსოლუტურად დაივიწყონ და ახლა გაერთიანდნენ იმისათვის რომ რამდენიმე ადგილი მოიპოვონ მე-11 მოწვევის პარლამენტში”, - განაცხადა მიქანაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია