გია ჯაფარიძე - ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადება არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში - ის წარმოადგენს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ერთადერთ წინაღობას

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროპის კავშირში, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ამ სივრცის ნაწილი არ გახდეს და ის წარმოადგენს ერთადერთ წინაღობას საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი, ირაკლი რუხაძე წარმოადგენს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უახლოვეს გარემოცვას, აქედან გამომდინარე, მის განცხადებას ამიტომაც მნიშვნელობა აქვს.

„თავის დროზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ეს მუხლი საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა, მაშინაც ვფიქრობდი, რომ ეს იყო მათი მხრიდან პოპულისტური ნაბიჯი. ერთის მხრივ, დაერწმუნებინათ საქართველოს მოქალაქეები თავიანთ თითქოს დასავლურ ორიენტაციაში, ამავდროულად, ეს სატყუარა იყო, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს გადაუგდეს.

მაშინ როდესაც, ევროპის კავშირთან გართულებულია, გაუარესებულია ურთიერთობები, მაშინ როდესაც თავად ევროპის კავშირი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, მაშინ როდესაც შეჩერებულია ევროპის კავშირის ფინანსური დახმარება, რაც საქართველოს უამრავ მოქალაქეს ტოვებს - სიღარიბეში, უმუშევრობაში. ეს განცხადება, როგორც ჩანს ივანიშვილისგან მოდის და ეს განცხადება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროპის კავშირში, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ამ სივრცის ნაწილი არ გახდეს, „ქართული ოცნება“ წარმოადგენს ერთადერთ წინაღობას საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, როგორც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო.

„მინდა შესვლა“-ს - ბევრი ამბობს, მაგრამ „მნიშვნელოვანია“-ს ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ გავაფეტიშეთ ეს, ოპოზიცია ამას აკეთებს ღიად დასავლეთის მხარდაჭერით. მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი, რადგან ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე. წერია კონსტიტუციაშიც და მე თუ მკითხავთ არც უნდა ჩაგვეწერა, კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია, მუდმივი დოკუმენტია“, - განაცხადა რუხაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა