ლაშა ფარულავა - თუ რამე არის გაუმჭვირვალე, პირველ რიგში, ეს არის საქართველოს ბიუჯეტი, რომელიც პირად ჯიბედ აქცია ივანიშვილის პარტიამ

თუ რამე არის გაუმჭვირვალე, პირველ რიგში, ეს არის საქართველოს ბიუჯეტი, რომელიც პირად ჯიბედ აქცია ივანიშვილის პარტიამ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელი ბიუჯეტს საკუთარი ინტერების, საკუთარი გამდიდრების წყაროდ იყენებენ.

„ამიტომ ჩვენ, თუ გვინდა ეს პარადიგმა შევცვალოთ, პირველ რიგში, უნდა დავამარცხოთ რუსული ხელისუფლება, ეს ქვეყანა წავიყვანოთ ევროკავშირისკენ და შემდგომ უკვე გვექნება გამჭვირვალე პროცესი, მათ შორის ბიუჯეტიც იქნება გამჭვირვალე.

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, ნაწილი მათგანი უმრავლესობის წევრებს ვგულისხმობ, წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ სფეროში და ძალიან კარგად იციან, თუ როგორ მუშაობს სამოქალაქო საზოგადოება, ამიტომ მათი მცდელობა პროპაგანდის ქვეშ გაატარონ და თითქოს გამჭვირვალე ორგანიზაციებს გაუმჭვირვალე დაარქვან, ეს არის სწორედ რუსული დღის წესრიგი, რუსული საქმე, ასე იქცეოდა 2012 წელს პუტინის პარტია რუსეთში და დღეს იქ არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, იქ არ არის საპროტესტო ჯგუფები, ამას აპირებს სწორედ ივანიშვილის პარტიაც. ეკონომიკა ჩინეთს, პოლიტიკა საგარეო კურსი რუსულ დღის წესრიგს უნდათ, რომ დაუქვემდებარონ, რაც კი ქონება და სიკეთეა საქართველოში მათ სურთ პირადი ინტერესებით გადაინაწილონ, ამიტომ მნიშვნელოვანი არჩევნებია, სამოქალაქო საზოგადოება უნდა გადარჩეს, სამოქალაქო საზოგადოება უნდა განვითარდეს.„ნაციონალური მოძრაობა“, „ერთობა“ იქნება ყველაზე დიდი პლატფორმა, რომელი დაიცავს ევროპულ დღის წესრიგს და სამოქალაქო საზოგადოებას”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში