შალვა პაპუაშვილი - კონსტიტუციაში ჩანაწერის გარეშეც ცნობილია „ქართულ ოცნების“ პოლიტიკური გეზი, ის, რომ საქართველო სრულად დამკვიდრდეს ევროკავშირის სივრცეში - ამიტომ, არ ვიზიარებ ირაკლი რუხაძის შეფასებას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არ იზიარებს ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებას, რომ „ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო“.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ პოზიცია ნათელია, რადგან თავადაა კონსტიტუციაში აღნიშნული ჩანაწერის ავტორი.

„ჩვენი პოზიცია ნათელია, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის ამ ჩანაწერის, განაცხადის ავტორი. ამ ჩანაწერის გარეშეც ცნობილია პოლიტიკური გეზი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს - ის, რომ საქართველო სრულად დამკვიდრდეს ევროკავშირის სივრცეში. ამიტომ, არ ვიზიარებ ამ შეფასებას. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, ის არა მხოლოდ სიტყვით და საქმით, არამედ კონსტიტუციური ჩანაწერითაც ნათელია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ რუხაძე ბიძინა ივანიშვილის პოზიციას გამოხატავდეს, პაპუაშვილი ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეა და სწორედ „ქართული ოცნება“ წარმოადგენს იმ პოლიტიკურ პოზიციას, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს“.

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა „ქართული ოცნებაა“ და „ქართული ოცნების“ პოზიცია გაგაცანით“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო.

„მინდა შესვლა“-ს - ბევრი ამბობს, მაგრამ „მნიშვნელოვანია“-ს ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ გავაფეტიშეთ ეს, ოპოზიცია ამას აკეთებს ღიად დასავლეთის მხარდაჭერით. მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი, რადგან ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე. წერია კონსტიტუციაშიც და მე თუ მკითხავთ არც უნდა ჩაგვეწერა, კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია, მუდმივი დოკუმენტია“, - განაცხადა რუხაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს