შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხი ევროპული ღირებულებების ერთგულია, თუმცა ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი აცდენილია ევროპულ ბიუროკრატიას  - მთელი ქართული კრიმინალური კლანი პოლიტიკოსებისა, თავს აფარებდა, ან აფარებს ევროპულ სივრცეს

ქართველი ხალხი ევროპული ღირებულებების ერთგულია, თუმცა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი აცდენილია ევროპულ ბიუროკრატიას იმით, რომ იფარებს ადეიშვილს, იფარებს კეზერაშვილს, იფარებდა სააკაშვილს - მთელი ქართული კრიმინალური კლანი პოლიტიკოსებისა, თავს აფარებდა, ან აფარებს ევროპულ სივრცეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „დღეს, ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი, დიპლომატი, თუ პოლიტიკოსი მორალური პედესტალებიდან ღირებულებზე გველაპარაკება“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთადერთი აგენტურა, სადაც ვხედავთ, ეს არის ოპოზიციაში.

„ჩვენ გვყავს ოპოზიციაში ხალხი, რომლებიც ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მარიონეტები არიან დღემდე. ზურაბ ადეიშვილი არის კრიმინალი, რომელიც ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილდება, ევროკომისიის კორიდორებში "დაიარება" და ხვდება იმ ხალხს, რომლებიც შემდეგ აქ ჩვენ ჭკუას გვასწავლის, რა არის მართლმსაჯულება და დამოუკიდებლობა. სირცხვილია, როდესაც ზურაბ ადეიშვილისთვის კარი ღიაა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტში. რა უშლის ხელს ევროკავშირს რომ გადმოგვცეს კრიმინალი ადეიშვილი, რა უშლის ხელს ევროკავშირს რომ გადმოგვცეს კრიმინალი კეზერაშვილი და რატომ ჰქონდა თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებულიყო და იქიდან ეფათურებინა ხელი როგორც უკრაინის მოქალაქეს საქართველოს პოლიტიკაში?“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის არჩევის საკითხს - როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მმართველ გუნდს მის მიმართ პოზიტიური განწყობა აქვს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, პროკურატურის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსტიტუციური ორგანოა საქართველოში.

„საქართველოს პროკურატურის სისტემა და პროკურორები იმსახურებენ მხოლოდ შექებას და მადლობას ქართველი ხალხისგან და საქართველოს პარლამენტისგან. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანდიდატურაზე, რომელიც ამ სისტემაში გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, თავისთავად ეს წარმატებები მისი თანამონაწილეობითაც ხდებოდა და თავისთავად, ბუნებრივიც არის, რომ პოზიტიური განწყობა გვაქვს ამ კანდიდატის მიმართ”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, „ფარცხალაძის მარჯვენა ხელი ინიშნება თუ არა ახლა პროკურორად“, პაპუაშვილი პასუხობს: „საერთოდ რა კავშირშია ეს ადამიანი ამ საკითხთან, მე ვერ ვხვდები“.

ცნობისთვის, პარლამენტს საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარედგინა. ბიურომ საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა. გენერალური პროკურორის არჩევა რიგგარეშე სესიაზეა დაგეგმილი, რომელიც მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში