საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადის გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადის გაცილების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ მიულოცა.

“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ახლადჩამოყალიბებულია და თქვენ ხართ პირველი ნაკადი, რომელმაც ჩვენთან მიღებული, ევროპული სტანდარტის განათლება, მთის აღორძინებას უნდა მოახმაროს. არსებობის განმავლობაში ჩვენ აქტიური და ორგანიზებული მუშაობით მივაღწიეთ იმას, რომ ოთხ საბაკალავრო პროგრამაზე, რომელსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო, 300-მდე სტუდენტი სწავლობს. ის, რომ ჩვენი პროგრამები მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, ამას მოწმობს ერთიან ეროვნულ გამოცდებში ოთხივე პროგრამაზე კონკურსების მაღალი მაჩვენებელი. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა უმეტესობა მაგისტრატურის საფეხურის გავლას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეგმავს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მდგრადი განვითარება განიხილება როგორც კაცობრიობის განვითარების ახალი კონცეფცია. მდგრადი და მშვიდობიანი სამყაროს შექმნის გასაღები სწავლაა. სწორედ აზროვნების შეცვლაზეა დამოკიდებული ცვლილება მდგრადობისკენ. ტრანსდისციპლინარული კვლევის დროს, განსხვავებული სფეროების ცოდნა ინტეგრირებულია საერთო ხედვაში, რაც საშუალებას იძლევა გლობალური ცოდნის ერთეულის მიღება ახალ პრობლემებზე რეაგირებისთვის. ტრანსდისციპლინარული მიდგომა ცდილობს სხვადასხვა ცოდნის ჩამოყალიბებას და გაერთიანებას, რაც რეალობის გლობალური და ინტეგრირებული ხედვის საშუალებას იძლევა. ამგვარი მიდგომა ახალგაზრდებს უფრო სრულყოფილად მოამზადებს მთაში ცხოვრების და რეალობისთვის, რომელსაც ისინი აღმოაჩენენ, აფასებენ და გარდაქმნიან მომავალში. ამდენად, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელთაც საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოთ საქართველოს მთის განვითარებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქნება სირთულეებიც, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდული შემართებით გადალახავთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ”, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დეკანმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში