შალვა პაპუაშვილი - უკვე საუკუნეებია, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი სამეგრელოშია დაბრძანებული და ის ჩვენი ეროვნული იდენტობის და ერთიანობის სიმბოლოა - ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და საქართველოს ერთიანობის მფარველი

უკვე საუკუნეებია, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი სამეგრელოშია დაბრძანებული და ის ჩვენი ეროვნული იდენტობის და ერთიანობის სიმბოლოა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს დღე თანაბრად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ქრისტიანული სამყაროსათვის.

„სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ვლაქერნობას - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს. ეს დღე თანაბრად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ქრისტიანული სამყაროსათვის. უკვე საუკუნეებია, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი სამეგრელოშია დაბრძანებული და ის ჩვენი ეროვნული იდენტობის და ერთიანობის სიმბოლოა.

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და საქართველოს ერთიანობის მფარველი“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს