თამარ ხიდაშელი - პაპუაშვილი კვირაში ერთხელ გვიძღვნის ბრიფინგებს, როგორც ჩანს,  სხვა საქმე არ აქვს - ორგანიზაციებს, რომელთაც მტრად გვაცხადებენ, გვაქვს ყველა ის მონაცემი, რაზეც ხელისუფლება გვედავება, ეს მათსავე კვლევაშია მოცემული

პარლამენტის თავმჯდომარე კვირაში ერთხელ უძღვნის ბრიფინგებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, თითქოს ამ ქვეყანაში სხვა არაფერია პრობლემა - როგორც ჩანს, სხვა საქმე არ აქვს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორმა, თამარ ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „კვლევით დადასტურდა, 500-მდე ორგანიზაციის 80%-ის გრანტი არ ვიცით რამდენია, 70%-ში არ ვიცით დონორი ვინაა, 97% იმასაც კი არ კადრულობს, რომ თქვას, რაში დახარჯეს ფული“.

თამარ ხიდაშელის განცხადებით, შალვა პაპუაშვილის მიერ არგუმენტად მოყვანილი კვლევის შედეგები ციფრებით მანიპულაციაა, რადგან ყველა ის ორგანიზაცია, რომელსაც ხელისუფლება მტრად აცხადებს, აღნიშნული კვლევითაც გამჭვირვალეა, ხოლო ის ორგანიზაციები, რომელთაც ვებ-გვერდი არ აქვთ და გაუმჭვირვალეა, რეგიონებში მდებარე პატარა სათემო ორგანიზაციები არიან.

„საქართველოში რომ არსებობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. მაგრამ ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებამ მტრის ხატად შერაცხა, რეალურად გამჭვირვალეა. მაგალითად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და ა.შ. ყველა ეს ორგანიზაცია გამჭვირვალეა, ყველა ამ ორგანიზაციას აქვს ყველაფერი დარეგისტრირებული და ეს თვითონ მათსავე კვლევაშია მოცემული. მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აქვს ვებ-გვერდი, მითითებულიო აქვს დონორი. პროექტის დასახელება მითითებული აქვს, გრანტის ოდენობა მითითებული აქვს, ვადა მითითებული აქვს, წლიური ანგარიში გამოქვეყნებული აქვს და ორგანიზაციის გუნდიც განთავსებულია ვებგვერდზე.

ყველა ორგანიზაციას, რომელსაც გვერჩიან, მტრად გვაცხადებ, ყველას გვაქვს ყველა ის მონაცემი, რომლის თაობაზეც ხელისუფლება გვედავება ხოლმე, რომ არ ხართ გამჭვირვალე, გამოქვეყნებული გვაქვს ჩვენს ვებგვერდზე. რაც შეეხება დანარჩენ ორგანიზაციებს, სავარაუდოდ, მათი ნაწილი პატარა სათემო ორგანიზაციებია, რომლებიც მცირე რაოდენობის გრანტებს იღებენ. ისინი არიან ორგანიზაციები, რომლებიც რეგიონებში, სოფლებში, პატარა დაბებში მუშაობენ კონკრეტულ რამდენიმე სოფლის მაცხოვრებელთან და უწევენ მათ დახმარებას. როგორც წესი, მათი დაფინანსება იმდენად მცირეა, რომ ვერ უზრუნველყოფენ ვებ-გვერდის შექმნას“, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია