ესპანეთმა უკრაინას ტანკები გადასცა

ესპანეთმა უკრაინას ტანკები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში Leopard 2A4-ის 10 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები შედის.

ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტანკები მომავალ შაბათ-კვირას პოლონეთში იქნება და შემდეგ მათი ტრანსპორტირება უკრაინაში მოხდება.

„ამ მნიშვნელოვანი გადაადგილების ყველა ეტაპზე უსაფრთხოების შესაბამისი ზომებია მიღებული“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

აღნიშნული სამხედრო დახმარების პაკეტის ჩათვლით, ესპანეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ტანკების საერთო რაოდენობამ 20-ს მიაღწია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება