ირაკლი ზარქუა - 190 მეტრზე როგორ აიტანა თინეიჯერმა იარაღი და ისროლა 7-ჯერ?  - ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ ჩვენც შევეცდებით, არგუმენტირებულად ვუპასუხოთ

190 მეტრზე თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა 7-ჯერ, ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ უკვე ჩვენც შევეცდებით, რომ არგუმენტირებულად ვუპასუხოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ზარქუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა.

„ჩვენ გაგვიხარდება ბატონმა მილერმა ახსნას, როგორ მოხვდა 20 წლის ადამიანი 190 მეტრ სიმაღლის სახურავზე, აიტანა სნაიპერის იარაღი ისე, რომ ვერავინ ვერ შეამჩნია. ეს კითხვებია, ახსნას და შემდეგ უკვე ჩვენ ვუპასუხებთ. ექსპერტული დასკვნა იყო, რომ დაახლოებით 1500 მეტრზეა სივრცის მონიტორინგი და 190 მეტრზე მჯდომმა თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა 7-ჯერ?“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის“. მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ „არ იცის ეს რას ნიშნავს“. ამ კონტექსტში მილერმა დასძინა: „პრეზიდენტმა ამერიკულ საზოგადოებას სთხოვა, სპეკულაციისგან თავი შეეკავებინათ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი“.

შეგახსენებთ, 14 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა და ამ კონტექსტში „გლობალური ომის პარტია“ ახსენა.

კერძოდ, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა: „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია