ომანში, მეჩეთთან ახლოს სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ომანში, მეჩეთთან ახლოს სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ომანის პოლიცია ავრცელებს.

ომანის სამეფო პოლიციის ცნობით, სროლა ომანის დედაქალაქ მასკატში, უადი კაბირის რაიონში მოხდა, რის შედეგადაც, 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

„უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია, მტკიცებულებების შეგროვებისა და საგამოძიებო პროცედურები დასრულებულია“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ომანში აშშ-ის საელჩომ თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა