დიმიტრი პესკოვი - პირველი სამშვიდობო სამიტი სულაც არ იყო სამშვიდობო სამიტი, ამიტომ არ გვესმის, რას გულისხმობს ზელენსკი მეორე სამშვიდობო სამიტში

კრემლს არ ესმის, რას გულისხმობს ვოლოდიმირ ზელენსკი „მეორე სამშვიდობო სამიტში“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც მან კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მეორე სამშვიდობო სამიტში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

„პირველი სამშვიდობო სამიტი სულაც არ იყო სამშვიდობო სამიტი, ამიტომ, პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რას გულისხმობს ის“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მეორე სამშვიდობო სამიტში მონაწილეობა უნდა მიიღონ. უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართა. რუსეთი ღონისძიებაზე მიწვეული არ ყოფილა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება