საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს გაცილება მოუწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა მიულოცა.

„უკვე დიპლომირებულ კურსდამთავრებულებს გილოცავთ სწავლის დასრულებას. პირველი წარმატებული ნაბიჯი გადადგით სკოლის დასრულების შემდეგ, როცა არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე შეაჩერეთ. უნივერსიტეტმა და ფაკულტეტმა თქვენ ევროპული სტანდარტის უმაღლესი განათლება მოგცათ, რომელსაც ეკონომიკის, ევროპისმცოდნეობის, არქეოლოგიის, თეოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით გამოიყენებთ. კურსდამთავრებულთა შორის, ასევე, არიან, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალისტები, რომელთა მიერ შექმნილი ობიექტური ინფორმაცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნა დეკანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წელს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 153-მა სტუდენტმა დაასრულა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის