იაგო ხვიჩია პრეზიდენტის სარჩელზე - რა შეიცვალა? საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ არ არის? მაგან არ გამოაცხადა პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად? ზუსტად ასე არ შეუძლია, რომ გამოაძვრინოს „ქოცები“?

ვინაიდან „რუსული კანონის“ გაუქმება მაინც კეთილშობილური საქმეა, წარმატებას ვუსურვებ როგორც ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე ჩვენს კოლეგებს და სახალხო დამცველს, თუ მას ასეთი ტიპის ინტერესები გააჩნია, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს იმედად ნაკლებად უნდა იყვნენ.

“მოგვწონს თუ არ მოგვწონს, “ქართული ოცნების” ის არგუმენტი, რომ “ახლა მოგწონთ საკონსტიტუციო სასამართლო?” - რელევანტურია, იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ ამავე საკონსტიტუციო სასამართლომ სრულიად უაზრობაზე პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად და იმპიჩმენტისთვის გამზადებულად გამოაცხადა. ამავე სასამართლოში მიგაქვს სარჩელი და წინაპირობა გაქვს ის, რომ შენ თვითონ ვეტო არ დაასაბუთე, იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” გამოძვრენის საშუალებას არ მივცემო. რა შეიცვალა? საკონსტიტუციო სასამართლო “ქართული ოცნების” არ იყო? მაგან არ გამოაცხადა პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად და თეორიულად საკონსტიტუციო სასამართლოსაც ზუსტად ასე არ შეუძლია, რომ გამოაძვრინოს “ქოცები”? როგორც ვეტოს დასაბუთებულად დადების შემთხვევაში იქნებოდა. ეს კითხვები მაქვს, მაგრამ ვინაიდან მაინც კეთილშობილური საქმეა “რუსული კანონის” გაუქმება, წარმატებას ვუსურვებ როგორც ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე ჩვენს კოლეგებს და სახალხო დამცველს, თუ მას ასეთი ტიპის ინტერესები გააჩნია, მაგრამ ნაკლებად მჯერა დამოუკიდებლობის და იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედად უნდა ვიყოთ”, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა.

საქმე ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელზეც სარჩელი უკვე მომზადდა და სასამართლოს კანცელარიაში შევიდა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადეს, საჩივარს უფლებამოსილი პირი სამი დღის ვადაში დაარეგისტრირებს, შემდეგ კი მას პლენუმი განიხილავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება