გია ჯაფარიძე - 12-წლიანი მმართველობის შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას სიღატაკე, შეცვლილი საგარეო კურსი, რუსული გავლენების გაძლიერება და უბედურება მოუტანა - „ოცნებას“ არც ოფისის გახსნა უშველის და არც წინასაარჩევნო კამპანია, არჩევნები წაგებული აქვთ!

12-წლიანი მმართველობის შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას სიღატაკე, შეცვლილი საგარეო კურსი, რუსული გავლენების გაძლიერება და სხვა მრავალი უბედურება მოუტანა. „ქართულ ოცნებას” ამიერიდან, არც ოფისის გახსნა უშველის და არც არანაირი წინასაარჩევნო კამპანია. მომავალი არჩევნები წაგებული აქვთ! - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ „ ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, მმართველი პარტიის დამარცხება, მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი.

„12 წელი სახელმწიფოს მგონი არცერთი პარტია, არსად მსოფლიოში არ მართავს. 12 წლის თავზე რით ასრულებს „ქართული ოცნება“ თავის მოღვაწეობას? ქვეყანა ხომ ჩამოაქციეს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ხომ გააფუჭეს ურთიერთობები? საქართველო ხომ რჩება უმუშევრობის, სიღარიბის სივრცეში? ამ ქვეყანაში ხომ რუსეთი ყოველდღე ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს მიწევს, იტაცებს ადამიანებს?

სიღარიბე და უმუშევრობა ყოველდღიურად იზრდება, ადამიანები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას, 12 წლის თავზე „ქართულ ოცნებას“ ის დარჩენია, რომ დაურეკოს საკუთარ მოქალაქეებს, აგინოს, შეაშინოს, დააშანტაჟოს, გაიტაცოს, სცემოს, მასობრივად არღვიოს ადამიანის უფლებები.

რა კამპანია უნდა დაიწყოს და რა ოფისის გახსნა უშველის დღეს „ქართულ ოცნებას“?, მათ წაგებული აქვთ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. ის რაც ჩვენ ახლა გვჭირდება არის ერთიანობა, რითაც დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია