მაია ომიაძე - საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ჩვენი მოლოდინები გამართლდა

იანვარი-ივნისის პერიოდში საქართველოში 2,123,816 ტურისტული ვიზიტი შედგა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზები სრულად გამართლდა,- ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ 2024 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ზაფხულის სეზონს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

„პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, 2 მილიონს გადააჭარბა საერთაშორისო მოგზაურების ოდენობამ საქართველოში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი მოლოდინები წლევანდელ წელთან დაკავშირებით, პროგნოზი რაც იყო, აბსოლუტურად გამართლდა და სწორად მივდივართ. რა თქმა უნდა, ზაფხულის სეზონს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და ჩვენ შევხედავთ მესამე კვარტლის ბოლოს, რა ციფრებს მივიღებთ“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

როგორც მაია ომიაძემ აღნიშნა, იანვარი-ივნისის პერიოდში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა ევროპიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან.

„ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, ტრენდი ამას აჩვენებს. პირველი ორი კვარტლის მონაცემებით რომ ვისაუბროთ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღსანიშნავია ევროპის ქვეყნებიდან და ბრიტანეთიდან ზრდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან გამოირჩევიან საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი, ასევე, დიდი ბრიტანეთი. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან თითქმის 40 %-იანი ზრდა გვაქვს, რაც ძალიან კარგი შედეგია. ეს სწორი პოლიტიკის გატარებით მიიღწევა, რაც გულისხმობს ბაზრის დივერსიფიკაციას, ფრენების დამატებას, სიხშირეების გაზრდასა და სწორ მარკეტინგულ კამპანიებს“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს