ზურაბ ჭიაბერაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის ნატო-დან, პრაქტიკულად ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტენ,  საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ნატო-ს და ევროკავშირის კარი ღიაა

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის ნატო-დან, პრაქტიკულად ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტენ, ისინი ძალიან მჭიდრო კავშირს ქართველ ხალხთან ინარჩუნებენ და ყოველი ასეთი განცხადებით ისინი მკაფიოდ გვეუბნებიან - ქართველ ხალხს, რომ საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ნატო-ს და ევროკავშირის კარი ღიაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველო ევროპული განვითარების ტრაექტორიაზე უნდა დაბრუნდეს.

„კოლომინას განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის ნატო-დან, პრაქტიკულად ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტენ, ისინი ძალიან მჭიდრო კავშირს ქართველ ხალხთან ინარჩუნებენ და ყოველი ასეთი განცხადებით ისინი მკაფიოდ გვეუბნებიან - ქართველ ხალხს, რომ საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ნატო-ს და ევროკავშირის კარი ღიაა, მხოლოდ ამას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ხალხის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გაატარებს. ბუნებრივია, 26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ „ქართულ ოცნებაზე“, ჩვენ საქართველო ევროპული განვითარების ტრაექტორიაზე უნდა დავაბრუნოთ იმისათვის, რომ არა თუ შევინარჩუნოთ ურთიერთობის ხაზი, რაც დღემდე გვქონდა, არამედ საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს და იმ დიდი ტრანსატლანტიკური ერთობის, რაც არის სიმდიდრე, კეთილდღეობა, დაცულობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნატო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ქართველი ხალხის მისწრაფებების ხელშეწყობის მიზნით, რეფორმები დააჩქაროს“.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა