გიორგი ამილახვარი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს ეწვია, სადაც კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქტურა - მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ლაბორატორიები დაათვალიერა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრი ცენტრების საქმიანობასა და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროცესებს დეტალურად გაეცნო.

„თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, გიორგი ელიავას ხელმძღვანელობით, გახლდათ მსოფლიოში პირველი სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც ატარებდა მასშტაბურ კვლევებს ფაგების შესწავლისა და პრაქტიკული გამოყენების მიმართულებით. დაარსებიდან დღემდე ბაქტერიოფაგების კვლევა და ფაგოთერაპია, იმუნური და ბაქტერიული პრეპარატების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით კვლევების ჩატარებასთან ერთად, ინსტიტუტის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს.

თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი აქტიურად აგრძელებს ცნობილი მიკრობიოლოგის გიორგი ელიავას დაწყებულ სამეცნიერო საქმეს. ინსტიტუტში დღესაც ხორციელდება მრავალი საერთაშორისო პროექტი, რომელიც გულისხმობს ბაქტერიოფაგების გამოყენებას დაავადებების სამკურნალოდ პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით.

ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, სადაც ფუნქციონირებს: ნეიროფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, ბიოფიზიკის, რადიობიოლოგიის განყოფილებები და სხვა მნიშვნელოვანი ლაბორატორიები, სადაც არაერთი საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერი მუშაობს, მათი კვლევები და აღმოჩენები ხშირად იბეჭდება უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში. ცენტრის მეცნიერები აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ კოლეგებთან, უნივერსიტეტებთან, კლინიკურ და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია