შალვა პაპუაშვილი მეცოლას - გილოცავთ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას - მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობები და საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დავუახლოვოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას ხელახლა არჩევას ულოცავს.

პარლამენტის თავმჯდომარე მეცოლას წარმატებას უსურვებს.

"პატივცემულო რობერტა, გილოცავთ ევროპული პარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. გისურვებთ წარმატებას თქვენს ძალისხმევაში, გააძლიეროთ „დემოკრატიის სახლი“ და მისი როლი ევროკავშირის საქმეებში. გიდასტურებთ, რომ მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობები და საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დავუახლოვოთ”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია