პრემიერი - მთავარია, რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, მეტი ჩემპიონი, მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის

მომდევნო კვირების განმავლობაში მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება თავიდან ბოლომდე ოლიმპიურ თამაშებზე იქნება მიმართული. თქვენ იცით, რამდენად დიდია ინტერესი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართული სპორტის მიმართ და რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები არ იქნება ამ თვალსაზრისით გამონაკლისი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა წარმატებები უსურვა სპორტსმენებს და ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების წინ გისურვოთ წარმატებები თითოეულ თქვენგანს, სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს.

მომდევნო კვირების განმავლობაში მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება თავიდან ბოლომდე ოლიმპიურ თამაშებზე იქნება მიმართული. თქვენ იცით, რამდენად დიდია ინტერესი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართული სპორტის მიმართ და რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები არ იქნება ამ თვალსაზრისით გამონაკლისი.

თავისთავად უკვე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არის ძალიან დიდი წარმატება, ძალიან დიდი პატივი და ეს პატივი მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ, მაგრამ აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ოლიმპიური ტრადიციული დევიზი - მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება - ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქართველებისთვის ყოველთვის მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. ჩვენთვის განმსაზღვრელი, მთავარი არის, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი, რაც შეიძლება მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის ამ თვალსაზრისით“ , - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია