„საქართველოსთვის“ - მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის კანონიერებით

დღემდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ათეულობით მუქარაზე ჩვენს მიერ სამსახურში 6 ივნისს შეტანილ დასაბუთებულ განცხადებას. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობით, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო უწყებები პირდაპირ ჩაერთნენ ხელისუფლების დანაშაულებრივ გარიგებაში კრიმინალებთან. გარიგება შეეხებოდა არასწორი კვალიფიკაციით გამოძიების ფორმალურად დაწყებას მხოლოდ იმ მუხლებით, რომელთა უმრავლესობას მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა.

„საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად გამართული აქციების მონაწილე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე სახელმწიფო უწყებების უმოქმედობა კრიმინალებთან ხელისუფლების წინასწარი გარიგების დასტურია.

საგამოძიებო უწყებები პირდაპირ ჩაერთნენ ხელისუფლების დანაშაულებრივ გარიგებაში კრიმინალებთან. გარიგება შეეხებოდა არასწორი კვალიფიკაციით გამოძიების ფორმალურად დაწყებას მხოლოდ იმ მუხლებით, რომელთა უმრავლესობას მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა.

სწორედ ამის დასტურია ის, რომ იმის მიუხედავად, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და ღია წყაროებში ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აშკარად ადასტურებდა, რომ ახალგაზრდების, აქციის სხვა მონაწილეების მიმართ ადგილი ჰქონდა გამოხატული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნას (ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაული) სისტემურ დანაშაულში ხელისუფლების როლის დასაფარად, საგამოძიებო უწყებები გამოძიებას არ იწყებდნენ სწორი კვალიფიკაციით. იმ ფაქტებზე კი, რომელზეც გამოძიება დაიწყო, გამოძიებას ჰქონდა მხოლოდ ფორმალური ხასიათი და მიმდინარეობდა არასწორი კვალიფიკაციით. ასეთ გამოძიებებს არაუფლებამოსილი უწყება - შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებდა.

ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ დანაშაულზე არასათანადო რეაგირება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან და ფორმალური გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კერძოდ: 2024 წლის 07 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის და ბათუმის აქციების ერთ-ერთი ლიდერის - მათე ცენტერაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე. განცხადება შეიცავდა დანაშაულის დეტალურ აღწერას, მუქარის რეალურობის კონკრეტულ არგუმენტებს, მუქარის ზარების დროს და ინტენსივობას, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს და განცხადებაში აღწერილი ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

მიუხედავად იმისა, რომ კანონით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჰქონდა გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების ვალდებულება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით (დევნა), სამსახურმა განცხადება, დაზარალებულის ყოველგვარი ინფორმირების გარეშე, გადაგზავნა არაუფლებამოსილ უწყებაში - შინაგან საქმეთა სამინისტროში. დაუსაბუთებელი წერილი განცხადების გადაგზავნაზე მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, რაც სამსახურს მოვთხოვეთ დასაბუთებული ახსნა-განმარტება განცხადების შსს-ში გადაგზავნაზე.

ანალოგიურად, დღემდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ათეულობით მუქარაზე ჩვენს მიერ სამსახურში 06 ივნისს შეტანილ დასაბუთებულ განცხადებას.

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის კანონიერებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები ქვემდებარეობით საქმეების სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის და საქმეებისთვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ”, - ნათქვამია განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია