ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება - გამოცდების მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თელავის საგამოცდო ცენტრში დააკვირდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს გამოცდების მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი თელავის საგამოცდო ცენტრში დააკვირდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წელს საგამოცდო ცენტრები გახსნილია თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული. ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

„ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა - 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.

მასწავლებლის გამოცდისათვის 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია.

2024 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ტარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს თითოეულ გამოსაცდელს, არ დაიგვიანოს გამოცდაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საგამოცდო პროცესს გამოეთიშება. გამოცდაზე დაშვების პირობაა, რომ მონაწილემ წარმოადგინოს ფოტოსურათიანი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი, რომლის ამობეჭდვაც შესაძლებელია ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე. ყველა აპლიკანტი ვალდებულია გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში ბარათზე მითითებული დეტალების შესაბამისად.

მნიშვნელოვანია, რომ გამოცდაზე არ შეიძლება არც ერთი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა (პლასტმასის ბოთლით) და სურვილის შემთხვევაში, საწერი კალმისა (პარამეტრები: გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით). მობილური ტელეფონისა და ზედმეტი ნივთების ჩაბარება შესაძლებელი იქნება ცენტში შესვლისთანავე, სპეციალურად მოწყობილ ადგილას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს