ირაკლი ღარიბაშვილი - მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად, ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით, "ქართული ოცნების" ძლიერი გამარჯვებით დასრულდება

დღეს აქ საპატიო მიზეზით შევიკრიბეთ და ჩემთვის დიდი პატივია, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, დღევანდელი ღონისძიება გახსნილად გამოვაცხადო",- განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიმბოლურია, წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას, ჩვენს გვერდით არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე რთულ დროს დიქტატურისა და ხალხის მჩაგვრელი კრიმინალური რეჟიმის პირობებში, საერთო მიზნისთვის გაგვაერთიანა და საქართველო გადაარჩინა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოკლე დროში ჩვენს ხალხს მოუტანა თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და კანდიდატის სტატუსი და რაც მთავარია, ერთადერთი უწყვეტი მშვიდობიანი მმართველობის პერიოდი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან.

„დღეს მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად, ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანიას, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით, 2024 წლის 26 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" ძლიერი გამარჯვებით დასრულდება!

სიმბოლურია, რომ დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას, ჩვენს გვერდით არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, უნდა ვთქვათ პირდაპირ, გადამწყვეტი როლი და ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ყველაზე რთულ დროს, სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის ჟამს, დიქტატურისა და ხალხის მჩაგვრელი რეჟიმის პირობებში, ერთ ძლიერ გუნდად, საერთო მიზნისთვის გაგვაერთიანა და 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველო გადაარჩინა!

სულ ერთი წუთით გავიხსენოთ 2012 წლის საქართველო, ხალხი შიშის და რეპრესიების ქვეშ ცხოვრობდა, ადამიანებს კლავდნენ ქუჩაში თუ ციხეებში, ხდებოდა სისტემური დანაშაულები, პატიმრების არაადამიანური მოპყრობა, წამება, გაუპატიურება, კერძო საკუთრების წართმევა, ბიზნესის რეკეტი, არ არსებობდა თავისუფალი მედია. ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" სწორედ ასეთ ვითარებაში მყოფი ქვეყანა ჩაიბარა და სულ რაღაც მოკლე დროში ჩვენს ხალხს მოუტანა თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და კანდიდატის სტატუსი და რაც მთავარია, ერთადერთი უწყვეტი მშვიდობიანი მმართველობის პერიოდი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან! მადლობა ღმერთს ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი და ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში