შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნების“ ყოველი გამარჯვება ქართველი ხალხის გვერდში დგომით, მათი უდიდესი ნდობით იქნა მიღწეული, და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს, ხალხთან ერთად, კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ

„ქართული ოცნების“ ყოველი გამარჯვება ქართველი ხალხის გვერდში დგომით, მათი უდიდესი ნდობით იქნა მიღწეული, და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს, ხალხთან ერთად, კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ’’, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ქარტეხილებით სავსე ისტორია არის ეროვნული თვითმყოფადობისა და ღირსებისთვის ბრძოლის ისტორია. ჩვენი ქვეყნის არსებობის მრავალათასწლოვან გზაზე ბევრჯერ დამდგარა ქართული სახელმწიფოებრიობის, უფრო მეტიც, ქართველი ერის არსებობა-არარსებობის საკითხი.

მისი თქმით, არავინ ქართველი კაცის დარად არ იცის ბრძოლის ფასი, ისევე როგორც არავინ იცის ჩვენნაირად მშვიდობის ფასი.

,,დღეს, „ქართული ოცნება“, ჩვენი ახალი ცენტრალური ოფისიდან, ვერთვებით აქტიურ საარჩევნო მარათონში. „ქართული ოცნების“ ყოველი გამარჯვება ქართველი ხალხის გვერდში დგომით, მათი უდიდესი ნდობით იქნა მიღწეული, და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს, ხალხთან ერთად, კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ. საქართველოს ქარტეხილებით სავსე ისტორია არის ეროვნული თვითმყოფადობისა და ღირსებისთვის ბრძოლის ისტორია. ჩვენი ქვეყნის არსებობის მრავალათასწლოვან გზაზე ბევრჯერ დამდგარა ქართული სახელმწიფოებრიობის, უფრო მეტიც, ქართველი ერის არსებობა-არარსებობის საკითხი. ფაქტი ერთია, უდიდეს იმპერიათა კვალიც კი აღარსადაა, საქართველო კი დღესაც ამაყად დგას და სხვა ღირსეულ ერთა შორის, თავაწეული და ახალ-ახალი გამარჯვებებით ფრთაშესხმულია. არავინ ქართველი კაცის დარად არ იცის ბრძოლის ფასი, ისევე როგორც არავინ იცის ჩვენნაირად მშვიდობის ფასი. სწორედ მშვიდობიანობის დროს იწყებს ქართული გენი არნახულ გამობრწყინებას. სწორედ ასეთ დროს იქმნება ქართული სულიერებისა და კულტურის საგანძური, ასეთ დროს იწერება ვეფხისტყაოსანი, ჩნდებიან ოპიზრები და იქმნება ყინწვისის ანგელოზი. სწორედ ამიტომაც ისმის დღეს ქართული საგალობელი ვატიკანში და ქართული ჰიმნი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე’’, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება