შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არ ვესწრაფვით მხოლოდ და ოღონდ წევრობას, ჩვენ გვინდა წელგამართული შევიდეთ ამ ერთა კავშირში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის,  ჩვენ გვინდა გავამდიდროთ და გავაძლიეროთ ევროკავშირი და არა უბრალოდ შევერიოთ მას

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა რა არის მისი ევროპული გზა. ეს არის ევროპა. ჩვენ, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედები, თავად ვართ ევროპა’’, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენ გვინდა წელგამართული შევიდეთ ამ ერთა კავშირში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. შევიდეთ ჩვენი უნიკალური როლით, ჩვენი ეროვნული ფუნქციით.

"ყველა ქვეყანამ თავისი უნიკალური გზა გაიარა ევროკავშირისკენ, იმიტომ რომ ყველა თავისი უნიკალური ისტორიული გამოცდილებით, მომავლის ხედვით და ფუნქციით შედის ამ კავშირში. დღესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნები სხვადასხვა გამოცდილებას, გამოცდას, განსაცდელსაც კი გადიან. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა რა არის მისი ევროპული გზა. პირველი, ეს არის ევროპა. ჩვენ, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედები, თავად ვართ ევროპა. ამ მხრივ ჩვენი ევროპული გზა ნიშნავს ქართული, ანუ ევროპული კულტურის, ტრადიციების და ღირებულებების შენარჩუნებას და მათ განვითარებაში თანამონაწილეობას.

მეორე, ეს არის ევროკავშირი როგორც ევროპელ ხალხთა გაერთიანება. ჩვენ არ ვესწრაფვით მხოლოდ და ოღონდ წევრობას, ჩვენ გვინდა წელგამართული შევიდეთ ამ ერთა კავშირში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. შევიდეთ ჩვენი უნიკალური როლით, ჩვენი ეროვნული ფუნქციით, რომელიც სამწუხაროდ არაერთხელ დაგვიკარგავს. ჩვენ გვინდა გავამდიდროთ და გავაძლიეროთ ევროკავშირი კულტურულად და ეკონომიკურად, და არა უბრალოდ შევერიოთ მას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის