ნათია მეზვრიშვილი - ცოტა დეჟავუ მქონდა, ძალიან კარგად მახსოვს, ასე გახსნა ოფისი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ერთ თვეში ხელისუფლების დატოვება მოუწია

ცოტა დეჟავუ მქონდა ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ასე გახსნეს ოფისი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და ერთ თვეში ხელისუფლების დატოვება მოუწიათ , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნას გამოეხმაურა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ძალიან მკაფიოდ და ნათლად 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება დააანონსა.

„წინა გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმებულა მდგომარეობა, პერსონალურად ბატონ ივანიშვილს ვგულისხმობ. ამ ხალხმა დღეს ძალიან მკაფიოდ და ნათლად დაგვიანონსა არჩევნების გაყალბება 26 ოქტომბერს. პარტია, რომელსაც რეალურად 30%-ზე ნაკლები აქვს, ძლივს აღწევენ 30%-ს შიდა ჩატარებული კვლევებით, დღეს 60%-ზე და კონსტიტუციურ უმრავლესობაზე გველაპარაკებიან. როგორც ჩანს, თავის მცირერიცხოვან ამომრჩეველს და შიდა პარტიულ გარემოცვას ამშვიდებენ ამით. გლობალური ომის პარტია, აგენტოკრატია - მძიმე იყო ამ ყველაფრის მოსმენა ქვეყნის პირველი პირებისგან. ეს ხალხი უკვე იმდენად არის დამძიმებული, რომ მათი საუბრები არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. როგორც ჩანს, ივანიშვილს სჯერა იმის, რასაც ლაპარაკობს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მის მდგომარეობს.

„ნაციონალურ მოძრაობაზე“ ილაპარაკა ამდენი, ჩვენც გვახსენა. გვახსენა იმიტომ, რომ „ოცნებამ“ და პერსონალურად ივანიშვილმა, დღეს შესანიშნავად იცის, რომ დღეს თუ ვინმეს შეუძლია „ოცნების“ ელექტორალური დაზიანება და დასუსტება, ეს არის გახარია და თუ ვინმეს რესურსი აქვს იმისა, რომ „ოცნება“ დაამარცხოს, ეს არის პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ფაქტობრივად იმიტომ, დაბრუნდა პოლიტიკაში, რომ გახარიამ დატოვა „ოცნება“ და პარტია შექმნა. მესმის ეს შიშები, მესმის ეს ისტერიკა, რაც „ოცნებაში“ არსებობს, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, ეს შიში კიდევ უფრო დაამძიმებს მათ ფსიქოლოგიურად, მენტალურად და კიდევ უფრო საშიშები გახდებიან ამ პანიკაში“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში