შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგნაციო კასისი ავრცელებს.

იგნაციო კასისის ცნობით, რუს კოლეგასთან შეხვედრაზე უკრაინის მშვიდობის სამიტის შესახებ ისაუბრა.

„გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში, მე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შევხვდი და მას უკრაინის მშვიდობის სამიტის შესახებ ვაცნობე“, - წერს კასისი X-ზე.

შვეიცარიელი და რუსი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც ლავროვი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, რომლის თავმჯდომარე ქვეყანაც მიმდინარე თვეში რუსეთია.

ასევე, ნიუ-იორკში სერგეი ლავროვი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოსაც შეხვდა, რომელთანაც მოსკოვში შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინსა და ვიქტორ ორბანს შორის მიღწეული „შეთანხმებების განხორციელების მიმდინარეობა“ განიხილა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს