ნონა ქურდოვანიძე - „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას ეხებოდა, ტყუილზე დაფუძნებულია

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას ეხებოდა, ტყუილზე დაფუძნებულია.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ქურდოვანიძე განმარტავს, აღნიშნული კვლევა მმართველი გუნდის პროპაგანდის ნაწილია.

"რაც შეეხება "ქართული ოცნების" ე.წ. კვლევას, ეს არავითარი კვლევა არ არის, ეს ტყუილებზე დაფუძნებულია. მაგალითად, ჩვენთან მიმართებით ერთ ნაწილში წერია, რომ ყოველწლიური ანგარიშები არ გვაქვს, მაშინ, როცა ჩვენს ვებგვერდზე ყველა წლის ანგარიშებია გამოქვეყნებული. ეს თუ ვერ იპოვეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავიანთი პიარკამპანია ცრუ ინფორმაციაზე უნდა ააგონ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და რაღაც ფორმით იმის გამართლებას, რომ თითქოს, ამ კანონის[უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] მიღება ლეგიტიმური იყო, რაც სრულიად მცდარი, არსებულ რეალობასთან აცდენილია. მათი პროპაგანდის კიდევ ერთი ხაზი ამ ტყუილზე გადის", - განაცხადა ქურდოვანიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ კვლევა ჩაატარა, რომელიც არასამთავრობო, მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს ეხება. შესწავლის მიზნით აღებულია 7 კომპონენტი: აქვს თუ არა ორგანიზაციას ვებგვერდი; მითითებული აქვს თუ არა დონორი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ან მისი ლოგო; პროექტები, რომელიც განხორციელებულია ან მიმდინარეა, არის თუ არა საჯარო; რამდენია გრანტის ოდენობა, რაც მათ თითოეულ პროექტზე აქვთ მიღებული; რა ხანგრძლივობის არის ეს პროექტი და გრანტი; აქვთ თუ არა გამოქვეყნებული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ კონკრეტულ პროექტებს ახორციელებენ.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზაციების 51 %-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია. ორგანიზაციების 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება და ლოგო. ორგანიზაციების 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს