დავით ნარმანია - მელიორაციის სექტორში სატარიფო საკითხები ამ ეტაპზე გადახედვას არ ექვემდებარება

მელიორაციის სექტორში სატარიფო საკითხები ამ ეტაპზე გადახედვას არ ექვემდებარება, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნარმანიას განმარტებით, გარდა ფერმერებისთვის წყლის მიწოდების გეგმა-გრაფიკების შედგენისა, მელიორაციის კომპანიას თავისი სისტემის სრული ინვენტარიზაცია დაევალა.

„რამდენადაც ცნობილია, მარეგულირებელ კომისიას დაემატა მელიორაციის რეგულირების ფუნქცია. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო დაგვემტკიცებინა საირიგაციო წყლის მიწოდების და მოხმარების წესები. მელიორაციის კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ამ წესების აღსრულება დავიწყეთ. მომზადდა ტიპური ხელშეკრულების ფორმები ფერმერებსა და მელიორაციის კომპანიას შორის. ასევე, სპეციალური სარეგისტრაციო ფორმები, რომლებიც დამტკიცებულია. ჩვენ მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით, მელიორაციის კომპანიას თავისი სისტემის სრული ინვენტარიზაცია დაევალა. ამასთან, დაევალა მოახდინოს საირიგაციო წყლის მიწოდების გეგმა-გრაფიკების გამოქვეყნება, რათა ფერმერებმა, დაინტერესებულმა პირებმა, იცოდნენ თუ რა რეჟიმით მოხდება მათ ტერიტორიებზე წყლის მიწოდება. წესები უკვე დამტკიცებულია, ინვენტარიზაცია მიმდინარეობს, გეგმა-გრაფიკები გამოქვეყნებულია.

რაც შეეხება სატარიფო საკითხებს, ამ ეტაპზე გადახედვას არ ექვემდებარება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს