გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია - მათი გუშინდელი ძვირადღირებული შეხვედრა იყო  საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, „ვაი, დავმარცხდით და რა გვეშველება“

12 წელია ივანიშვილი ზიზღისა და დაპირისპირების რიტორიკით მართავს ამ ქვეყანას; 12 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, 12 წლის თავზე, ბოლომდე, სრულად შეწყვიტეს ევროინტეგრაციის პროცესი - „ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გუშინ „ქართული ოცნების“ შეკრება იყო წაგების შეკრება.

„გუშინ ისევ დაპირისპირებისკენ მიდრეკილი განცხადებები ჰქონდათ, ანტიდასავლური გზავნილები. მინდა პირადად ირაკლი კობახიძეს ვკითხო - ხელში მიჭირავს ასამდე პროექტის ჩამონათვალი, ჯამური ღირებულებით 10 მლრდ ლარი. ამ პროექტებს შეგვიძლია ვუწოდოთ მეგა, მასშტაბური პროექტები, რომელიც ფინანსდება ევროპული და ამერიკული თანხებით. ეს პროექტები ქმნიან დაახლოებით 100 ათასამდე სამუშაო ადგილს. გეკითხებით, ამ რიტორიკით, რომლითაც გუშინ გამოხვედი, როცა ქვეყანა იქამდე მიიყვანე, რომ შეწყვეტილია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა, ეს დაფინანსება რომ გაჩერდეს, რას აპირებ? ამ 10 მლრდ ლარზეც უარს ამბობთ? გინდათ, რომ აღარც გზა გაკეთდეს ქვეყანაში, აღარც ინტერნეტიზაცია მოხდეს? რომ გამდიდრდით და 18 მლნ დოლარიან ოფისში რომ დასხედით, ასე რომ არ ცხოვრობს ქვეყანა? ნუ გაურბიხარ პასუხს. ყველა ამ პროექტს ემუქრება საფრთხე. საიდან მოვა ეს თანხა, როცა ამ დაფინანსებას ევროპული და ამერიკული ფონდები გააჩერებენ? 26 ოქტომბერი არის, მათ შორის, არჩევანი დაპირისპირება თუ ერთიანობა. გუშინდელი 18 მილიონ დოლარიან შენობაში შეკრება, ეს იყო წაგების შეკრება. როგორი დამწუხრებულები ისხდნენ, როგორი მძიმე სიტუაციაში არიან, ვხედავთ. როდემდე შეიძლება, რომ ქვეყანა დაპირისპირებაში აცხოვრო?! რა გააკეთეს 12 წლის განმავლობაში? პირველად საქართველოს ისტორიაში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი სრულად შეჩერებულია, წყდება დაფინანსებები, დავკარგავთ სამუშაო ადგილები. თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი გააღარიბეს. 12 წელია ამ ზიზღის და დაპირისპირების რიტორიკით მართავს ივანიშვილი ამ ქვეყანას; 12 წლის განმავლობაში გააღარიბეს ხალხი, უკიდურესად გამდიდრდნენ თვითონ; 12 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, დემოგრაფიულ კატასტროფაში მიგვიყვანეს და 12 წლის თავზე ბოლომდე, სრულად შეწყვიტეს ევროინტეგრაციის პროცესი.

გაგვახსენდა „ცისფერი მთები ანუ ტიანშანი“ - სანამ გრენლანდია თავში დაგვეცემა, უნდა გავიტანოთ გრენლანდია. „ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია. გუშინდელი მათი ძვირადღირებული შეხვედრა იყო საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, "ვაი, დავმარცხდით და რა გვეშველებაო“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, მონობასა და ღირსებას, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, შესაბამისად, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს დაუჭერს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის