რატი იონათამიშვილი - მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა გამოჩენა რადიკალური ოპოზიციისთვის თავზარდამცემია, ეს ბუნებრივია, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ ეს ადამიანები სამართლიანად და ძალიან მტკივნეულად მარცხდებიან

მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა გამოჩენა რადიკალური ოპოზიციისთვის თავზარდამცემია, რაც ბუნებრივია, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ ეს ადამიანები სამართლიანად და ძალიან მტკივნეულად მარცხდებიან ყველა არჩევნებზე, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოქალაქეები ოპოზიციას იმ ვერდიქტს გამოუტანენ, რომელსაც შემდეგ გასაჩივრება აღარ დასჭირდება.

„მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა გამოჩენა რადიკალური ოპოზიციისთვის თავზარდამცემია, რაც ბუნებრივია, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ ეს ადამიანები სამართლიანად და ძალიან მტკივნეულად მარცხდებიან ყველა არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ამისი ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობასთან ერთად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია. შესაბამისად, ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” - კრიმინალის ინდიკატია და მისი ლიდერები არამარტო სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლის დამნაშავეები, არამედ ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მიმართ ყოველთვის მტრული პოზიციონირებით გამოირჩეოდნენ. შესაბამისად, ახლა მთავარი ის არის, რომ მშვიდობიანად მივიდეთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე და ამ არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეები რადიკალურ ოპოზიციას იმ ვერდიქტს გამოუტანენ, რომელსაც შემდეგ გასაჩივრება აღარ დასჭირდება”, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება