121 არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ.

როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, სარჩელი უკვე მზადაა და მას სასამართლოში დღეს შეიტანენ.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ სასამართლოს შუამდგომლობით, რომ დროებით შეჩერდეს კანონში არსებული სადავო ნორმების მოქმედება.

გარდა ამისა, ბრიფინგზე აღინიშნა, რომ პარალელურად სარჩელი მზადდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

როგორც ერთობლივ ბრიფინგზე IDFI-ის კანონის უზენაესობის და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი დავითურმა განაცხადა, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაწელავს პროცესს, საერთაშორისო მექანიზმის გამოყენება გაგრძელდება.

“121 არასამთავრობო ორგანიზაცია ამჯერად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ კონსტიტუციური სარჩელით. ამასთან, სასამართლოს წარედგინება შუამდგომლობა არაკონსტიტუციური ნორმების შეჩერების შესახებ. კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ სადავო კანონი ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას, გაერთიანდეს საერთო მიზნის მისაღწევად ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად. რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება აყალიბებს მტრულ გარემოს, სადაც რისკად და საფრთხედ არის გამოცხადებული სხვადასხვა უფლებით, მათ შორის გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა. მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.

კონსტიტუციის 78-ე მუხლი წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადაში განიხილავს სადავო ნორმის შეჩერების შუამდგომლობას და დააკმაყოფილებს მას. ამასთან, ჩვენ ვემზადებით საჩივრის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად”, - განაცხადა გიორგი დავითურმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა