გია ჯაფარიძე - ტრაგიკულია, როცა 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ებრძვი ისევ იმ პარტიას, რომელიც 12 წლის წინ დაამარცხე -  გუშინ დადასტურდა, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა და 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მარცხდება

ტრაგიკულია, როცა 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ებრძვი ისევ იმ პარტიას, რომელიც 12 წლის წინ დაამარცხე - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ ახალი ოფისის გახსნაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებას განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ დადასტურდა, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა და 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მარცხდება.

„ეს იყო უკვე დამარცხებული პარტიის შეკრება. ჩვენზე კარგად აცნობიერებენ, რომ 26 ოქტომბერს ისინი ხელისუფლებას ტოვებენ და გადადიან ოპოზიციაში. ტრაგიკულია, როცა 12 - წლიანი მმართველობის შემდეგ, ებრძვი ისევ იმ პარტიას, რომელიც 12 წლის წინ დაამარცხე. კიდევ უფრო ტრაგიკულია ის, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მომხრეების მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დადანაშაულება კიდევ ერთხელ მოხდა. გუშინ დადასტურდა, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა და ჩვენ 26 ოქტომბერს დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“.

ივანიშვილმა გაიმეორა ის, რაც თქვა 29 აპრილს. 29 აპრილიდან დღემდე ახალი გზავნილი არ აქვს. იმეორებენ იმას, რასაც ამბობდნენ 12 წლის წინ. 12 წლის განმავლობაში ახალი არაფერი მოუტანიათ. დააქციეს ქვეყანა, გააღარიბეს, გააქციეს ხალხი ქვეყნიდან. 12 წლის თავზე რით ასრულებს „ქართული ოცნება“ მოღვაწეობას? - ურეკავს მოქალაქეებს და აგინებს, აშინებს, სახლებთან ხვდება ჩასაფრებით და ცემს. გაუარესებულია მდგომარეობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ფაქტობრივად, ევროპის კავშირმა და აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების საყოველთაო გადახედვა დაიწყეს. 35 წლის განმავლობაში რასაც ვაშენებდით, იმის გადახედვა ხდება დღეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ეს არის „ქართული ოცნების“ 12-წლიანი ჯოჯოხეთური მმართველობის შედეგი“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, მონობასა და ღირსებას, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, შესაბამისად, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს დაუჭერს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია