დონალდ ტრამპი - პუტინს ვეტყოდი: არასდროს, არასდროს შეხვიდე უკრაინაში

პუტინს ვეტყოდი: არასდროს, არასდროს შეხვიდე უკრაინაში, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პუტინსა და მე ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ ომის საფრთხე არ გვემუქრებოდა. ის უკრაინაში არასდროს ჩაერეოდა. მე ვეტყოდი: არასდროს, არასდროს შეხვიდე უკრაინაში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი შექმნილი ვითარების გამო აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მსოფლიო „შეიძლება მესამე მსოფლიო ომში აღმოჩნდეს“.

„მე ომი არ მქონია, მე პრობლემა არ მქონია. არავითარი ომი, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გარდა. მე ისინი ძალიან მოკლე დროში დავამარცხე. მეუბნებოდნენ, რომ ამას ხუთი წელი დასჭირდებოდა, მაგრამ ცოტა დრო დამჭირდა, ჩვენ ისინი დავამარცხეთ… რუსეთს არცერთი მიწა არ წაუღია“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს