მარიამ ქვრივიშვილი - სექტემბრიდან საქართველოში უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA პირდაპირ ფრენებს იწყებს

ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი სამგზავრო რეისების შესრულებით ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია AIR CHINA არის დაინტერესებული. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, AIR CHINA ავიარეისების განხორციელებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან, თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 3 სიხშირით განიხილავს. რეისების დასაწყებად ავიაკომპანიასთან კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებამ დამატებით სტიმული მისცა ორმხრივ მოლაპარაკებებს სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის, პირდაპირი ფრენების სიხშირეთა გაზრდისა და ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიმართულებით.

„ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ახალი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები, ტრადიციულად, გრძელვადიან ტურებს ირჩევენ და გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით. პირდაპირი ფრენების სიხშირეთა ზრდა ხელს შეუწყობს მეტი ვიზიტორის ჩამოსვლას ჩინეთიდან, რაც დადებითად აისახება ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე, აგრეთვე ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს დამატებით სტიმულს მისცემს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ასევე ჩინეთის სხვა ქალაქებიდან ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, რათა საქართველოში ჩამოსვლა უფრო მეტმა ჩინელმა ტურისტმა შეძლოს.

დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines-ი ასრულებს. გასული წლიდან ავიაკომპანიამ ეტაპობრივად გაზარდა ოპერირების სიხშირე და ამჟამად ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern Airlines-მა საქართველოსა და ჩინეთს შორის 19,991 მგზავრი გადაიყვანა.

2023 წელს ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 48,304 შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 554.5%-იანი მატებაა. 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კი ჩინეთიდან 32,853 ვიზიტი განხორციელდა. ზრდამ 2023 წელთან შედარებით 159.5% შეადგინა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე