დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნება

დღეს, 12:00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნება. რიგგარეშე სესია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე მოიწვია.

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმენს. ახალი გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი ამავე დღეს კენჭისყრაზე დადგება. 19 ივლისს კი, პირველი მოსმენით, “ამნისტიის შესახებ“ პროექტს განიხილავენ და მიიღებენ.

რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებულია სხვა კანონპროექტების განხილვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია