გიორგი ვაშაძე - გვაქვს მარტივი არჩევანი, გვინდა დაპირისპირება, რასაც ივანიშვილი და მისი პარტია გვპირდება, თუ ერთიანობა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ

საქართველოს მოქალაქეს მეტი შემოსავალი, მეტი ღირსეული სამუშაო ადგილი, დაცული და უზრუნველი მომავალი უნდა შვილებისთვის, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ძალა, რომელიც კვლავ ძალადობას და ახალ დაპირისპირებებს გვპირდება, არ შეიძლება იყოს ხელისუფლება.

„ქართული ოცნება” ყოფს და კვლავ აპირისპირებს საზოგადოებას, ჩვენ ვაერთიანებთ. ამიტომ გვაქვს მარტივი არჩევანი, გვინდა დაპირისპირება, რასაც ივანიშვილი და მისი პარტია გვპირდება, თუ ერთიანობა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ. დავსვათ კითხვა, რა მოუტანა „ოცნების“ 12-წლიანმა მმართველობამ საქართველოს? ქვეყანა უფრო გააღარიბა, კიდევ უფრო მეტმა ქართველმა დატოვა ოჯახი, ხელისუფლებამ ზურგი შეაქცია პარტნიორებს და საქართველო მოექცა იზოლაციაში.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ბიძინა კი, კვლავ დაპირისპირებასა და ძალადობას გვთავაზობს. ეს არ არის გზა განვითარებისკენ. საქართველოს მოქალაქეს უნდა მეტი შემოსავალი, მეტი ღირსეული სამუშაო ადგილი, დაცული და უზრუნველი მომავალი შვილებისთვის. ერთიანობით, გუნდური თამაშით შეგვიძლია მივაღწიოთ ამას და გავიმარჯვოთ! ძალა, რომელიც კვლავ ძალადობას და ახალ დაპირისპირებებს გვპირდება, არ შეიძლება იყოს ხელისუფლება“, - განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა“ ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს